საჯარო განხილვითვის
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტების საჯარო განხილვასაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 01.06.2018 წლის N 2-407 ბრძანების საფუძველზე „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მოსამზადებლად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მცენარეთა დაცვის სფეროში დაასრულა მუშაობა მთავრობის დადგენილების შემდეგ პროექტებზე:
„ბოსტნეულის და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“, . „საფურაჟე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“, „ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისთვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“, „მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“, . „შაქრის ჭარხლის და ცხოველის საკვები ჭარხლის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“.
მომზადდა ცვლილებათა პაკეტები:
სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლოსამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის N336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლოსამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის N337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლოსამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 აგვისტოს N411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლოსამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის N2-1038 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
გთხოვთ, პროექტებთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები, მიმდინარე წლის 5 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: manana.gabruashvili@mepa.gov.ge